Monday, March 15, 2010

ანაბარი ბანკში

პროექტის სახელი:
ქვეყანაში არსებულ რომელ ბანკში არის გახნილი ვადიანი ანაბარი უფრო ხელსაყრელი.
პროექტის მოკლე აღწერა:

ბანკში ვადიანი ანაბრისას მიღებული სარგებელი რამდენად იქნება მომხმარებლისთვის სასარგებლო.
პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები განიხილავენ სხვადასხვა ბანკებში, მაგ. ,,საქ.ბანკი”, ,,თიბისი ბანკი”, ბანკი “რესპუბლიკა,“ “ვითიბი“ ბანკი და ა.შ. ვადიანი ანაბრის პირობებს,-წლიური პროცენტი ანაბრის ლარში გახსნისას და წლიური პროცენტი ანაბრის დოლარში გახსნისას. ქვეყანაში არსებული ინფლაციის გათვალისწინინებით უნდა გაარკვიონ, ერთი წლის შემდეგ რა ოდენობის თანხა იქნება ასაღები, ან რამდენი წლის შემდეგ გაორმაგდება საწყისი თანხა.
მონაწილეთა ასაკი: 16-17 წელი.
ვადები: 1 წელი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:

მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს, შეარჩევენ სასურველ ბანკს. საქართველოში არსებული ინფლაციის დონის გათვალისწინებით გამოარკვევენ რამდენი პროცენტით გაიზრდება (ან შემცირდება კიდეც) ანაბარზე შეტანილი თანხა. ამასთანავე, შეარჩევენ ბანკში ანაბრის შეტანის პირობას-ანაბარს გახსნიან ლარში, თუ ლარს გადაცვლიან დოლარში და ისე გახსნიან ანაბარს.
მოსალოდნელი შედეგები:

მოსწავლეები აუცილებლად მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ ბანკის ასაკს, საიმედოობასა და კლიენტთა მომსახურების დონეს.
სარგებელი სხვებისათვის:

საკითხის გარკვევის შემდეგ მოსწავლეებს, მათი ოჯახის წევრებს, მეგობრებს ეცოდინებათ, თუ რა საფუძველი აქვს ამა თუ იმ ბანკის მიერ დაწესებულ პროცენტულ განაკვეთს. ასევე ეცოდინებათ, როგორ მოიხმარონ მიღებული სარგებელი, განათავსონ ისევ ანაბარზე, თუ დააბანდონ სხვა საქმეში.
სამუშაო ენა: ქართული ენა
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ გვყავს.
საგნებთან / საგნობრივ ჯგუფთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ახდენს მაჩვენებლიანი და ლოგარითმული ფუნქციების გამოყენებას პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე პრობლემის გადაწყვეტისას (საბანკო ანაბრის პროცენტული დარიცხვა).












პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: http://www.gvaliakaxa2.blogspot.com/